ანტიცელულიტური მასაჟი

ანტიცელულიტური მასაჟი ცელულიტის მკურნალობის აუცილებელი ეტაპია,რომელიც ქალების ცხოვრებაში ყველაზე არასასიამოვნო ფაქტორია.                                                                                                                            პროცედურის დროს კანქვეშა ცხიმიანი უჯრედები მუშავდება და ინტენსიურ მუშაობას იწყებს,როგორც მაგისტრალური სისხლძარღვები ასევე ღრმა ფენებში განლაგებული კაპილარული ქსელი.ეს თანამედროვე ლიმფოდრენაჟული ტექნოლოგიებია,რომელიც მიმართულია ორგანიზმიდან ზედმეტი სითხისა და შლაკების გამოდევნისთვის,ათავისუფლებს სხეულს ცელულიტისგან,ხელს უწყობს ჭარბი წონის კლებას,მოჰყავს სხეული ტონუსში და ახდენს მის კორექციას,აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.                                                                                                          პროცედურა კეთდება სპეციალიზირებული პროდუქტებით რომელიც პირველია საქართველოში.                                                                                                                                                                                                 პროცედურის უპირატესობაა კოლაგენის გამომუშავების აღდგენა,ლიმფის და სისხლის მიმოქცევის ნორმალიზება,უკვე გაჩენილი ცხიმოვანი გროვების დაწვა,ახალი ცხიმოვანი უჯრედების გაჩენის პროფილაქტიკა. შედეგის მიღების სისწრაფე დამოკიდებულია პატოლოოგიის სტადიაზე,პაციენტის ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობაზე,მასაჟის ხანგრძლოვობასა და სიხშირეზე.                                                                                                                                                                 მასაჟის ჩატარების ჩვენებებია ცხიმოვანი სიმკვრივეების არარსებობა,უჯრედის ცვლის პროცესის დაქვეითება,მკურნალობა ხანგრძლივი პროცესია რომელიც შედგება მთელი რიგი კომპლექსისგან,გამომდინარე იქედან ,რომ ცელულიტის განვითარების ზონებში ლიმფის დინება შეზღუდულია და ლოკალურ შეშუპებასაც აქვს ადგილი,ანტიცელულიტური მასაჟის დროს ლიმფოდრენაჟი ხელს უწყობს ამ შეშუპების მოხსნას.