დარტყმითი-ტალღური თერაპია

დარტყმითი-ტალღური თერაპია

უახლესი თაობის აპარატურის გამოყენებით 

DUOLITH ® SD 1 ULTRA

   კლინიკა "Beauty Medi" გთავაზობთ სიახლეს და ინოვაციური შვეიცარული აპარატით მკურნალობის მეთოდს, რომელსაც გააჩნია მრავალფუნქციური სისტემა, ხოლო  დეტალურად რომ ავხსნათ - დარტყმითი-ტალღური თერაპია ეს არის ინოვაციური, არაინვაზიური მულტიდისციპლინარული მკურნალობის მეთოდი, რომელიც წარმატებით გამოიყენება ნერვოლოგიაში, ორთოპედიაში, უროლოგიაში, რევმატოლოგიაში, ტრამვატოლოგიაში, სპორტულ მედიცინაში, რეაბილიტაციაში და ესთეტიკურ მედიცინაში. 

მეთოდის უპირატესობა: 

  • წარმოადგენს ქირურგიული ჩარევის და ბლოკადის ალტერნატივას ხერხემლის ტრამვებისა და დაავადებების დროს, ასევე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, თიაქრებისა და სახსრების პათოლოგიების დროს;
  • მენჯის ძვლის თავის ასეპტიური ნეკროზის დროს არსებული ერთადერთი მეთოდია;
  • ახდენს ტკივილის სწრაფ კუპირებას; 
  • საკმარისია 5-7 ამბულატორიული სეანსი, 1-2 კვირიანი ინტერვალით, პროცედურის ხანგრძლივობა 15-20 წუთია; 
  • ეფექტი შესამჩნევია პირველი პროცედურის დასრულებისთანავე; 
  • მკურნალობის ხანგრძლივობა და ხასიათი დამოკიდებულია პათოლოგიის სიმძიმეზე, დაავადების ხანგრძლივობასა და ანატომიურ მდებარეობაზე. 

 

მოქმედების მექანიზმი 

აკუსტიკური დარტყმითი-ტალღური იმპულსები (დტი) 1 - 35 ჰერცი სიხშირით აღწევს სამიზნეს დაზიანების არეში  (პათოლოგიური კერა), ასევე ყველაზე მკვრივ ქსოვილშიც, ლოკალურად აძლიერებს სისხლის მიმოქცევას, იწვევს უჯრედის მემბრანის გამტარობის ცვლილებას, ააქტიურებს ნივთიერებათა ცვლას, აღადგენს უჯრედშორის იონურ ბალანსს, რის შედეგადაც უზრუნველყოფს მეტაბოლიზმის საბოლოო პროდუქტების ინტენსიურ გამოყოფას, ქსოვილების აღდგენითი პროცესის სტიმულაციას, ანთებისა და შეშუპების საწინააღმდეგო ეფექტს, ტკივილის იმპულსებით შექმნილი წრის რღვევას, რის შედეგადაც ხდება ტკივილის სინდრომის სწრაფი შემცირება და კუპირება. დტი-ს უნიკალური ეფექტი მდგომარეობს ახალი კაპილარების ზრდის სტიმულაციაში (ზემოქმედების ადგილზე) ე.წ. ნეოანგიოგენებში, რის შედეგადაც ხდება ქსოვილების რევასკულარიზაცია მათი სტრუქტურის შემდგომი აღდგენით. 

  ბიომექანიკური სტიმულაცია, რომელიც ტარდება D-Actor  ® - ის ტექნოლოგიის მეშვეობით, ეფუძნება ვიბრო-იმპულსების მექანიკურ გადაცემას, დაჭიმულ კუნთებზე და მყესებზე ფიზიოლოგიურის მსგავსი დარტყმითი სიხშირეების (18-21 ჰერცი) და ვიბრაციის დაბალი ამპლტუდით D-Actor  ® - ის  ვიბრომასაჟის თავაკების მეშვეობით. ამის შედეგად ხდება პროპრიოცეფციის ნორმალიზება, სუფთავდება ქსოვილები, უმჯობესდება ურთიერთქმედება ცენტრალურ და პერიფერიულ ნერვულ სისტემას შორის. 

უკუჩვენებები

  • კოაგულოპათიები; 
  • ორსულობა; 
  • ონკოლოგიური დაავადებები; 
  • 18 წლამდე ასაკი; 
  • ინფექციური დაავადებების მწვავე პერიოდი; 
  • ელექტრო-კარდიო სტიმულატორის არსებობა.      

 

დარტყმითი-ტალღური თერაპიის ჩვენებები: 

ტრავმატოლოგია და ორთოპედია: 

  • ოსტეოქონდროზი; 
  • ტკივილი კისრის, ზურგის, მხარის, წელის, მუხლის, ტერფის, იდაყვის და მტევნის არეში; 
  • მწვავე ქრონიკული დორსალგია; 
  • ტენდინიტი; 
  • მხრის ბურლასიტი; 
  • ტროხანტერიტი;
  • მაჯის ეპიკონდილიტი; 
  • ლატერალური და მედიალური ეპიკონდილიტი ("გოლფის მოთამაშის იდაყვი:/"ჩოგბურთის იდაყვი"); 
  • პოსტტრავმული კონტრაქტურა; 
  • იმპიჯმენტ სინდრომი; 
  • კუნთების მეორადი დაჭიმულობა; 
  • ძვლის ასეპტიური ნეკროზი; 
  • ტერფმრუდობა; 
  • სპორტული ტრამვები (მათ შორის ქვემწვავე პერიოდში);
  • მხრის სახსრების პოსტოპერაციული კონტრაქტურა; 
  • კოქსართროზი; 
  • ქუსლის დეზი (ძვლის დეზი);
  •  ფეხის სახსრების, იოგების და მყესების ანთება; 
  • წვივ-ტერფის სახსრის ტრამვები; 
  • წვივ-ტერფის სახსრის კონტრაქტორები.    

უროლოგია: 

  • ქრონიკული პროსტატიტი; 
  • მენჯის ქრონიკული ტკივილის სინდრომი; 
  • პეირონის დაავადება; 
  • ერექციული დისფუნქცია. 

დერმატოლოგია: 

  • სკლეროდერმია; 
  • ფსორიაზი. 

ნევროლოგია: 

  • შაკიკი; 
  • პროტრუზია და მალთაშორისი დისკის თიაქარი; 
  • ტკივილი კისრის, ზურგის, მუხლის და ტერფის არეში; 
  • რადიკულიტი; 
  • თავის ტკივილი; 
  • იშიალგია; 
  • ოსტეოქონდროზი; 
  • კისრის სინდრომი; 
  • ცერვიკობრახიალგია; 
  • ლუმბალგია; 
  • სქოლიოზი და სხეულის მდგომარეობის (პოზის) დარღვევები; 
  • მხარ-ბეჭის პერიათრიტი; 
  • კუნთების ჰიპერტონუსი; 
  • კუნთოვანი ატროფია; 
  • მიოფასციალური სინდრომი; 
  • მაჯის სახსრის ვიბრაციული დაავადება; 
  • სამწვერა ნერვის ნერვალგია; 
  • სახის ნერვის ნევრიიტი;
  • დიუპუიტრენის დაავადება; 
  • სპასტიური კონტრაქტურა; 
  • მხრის სახსრების პოსტოპერაციული კონტრაქტურა; 
  • კიდურების ინსულტის შემდგომი ჰიპერტონუსი; 
  • ტუნელის (გვირაბის) სინდრომი; 
  • მიოპათია; 
  • პლანტარული ფასციიტი (ქუსლის დეზი/ძვლის დეზი); 
  • პლექსიტები. 

რევმატოლოგია: 

  • ართრიტი/ართროზი; 
  •  რევმატოიდული ართრიტი; 
  • კოქსართროზი; 
  • ოსტეოპოროზი; 
  • ოსტექონდროზი; 
  • პოდაგრა; 
  • სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება); 
  • ოსტეოართრიტი;
  • სისტემური ვასკულიტი; 
  • სისტემური სკლეროდერმია
  • შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებები; 
  • მადეფორმირებელი ართროზი. 

ესთეტიკური მედიცინა: 

  • ნაოჭები სახეზე და კისერზე; 
  • დუნდულების და ბარძაყის ცელულიტი; 
  • მუცლის და ბარძაყის ფორმის კორექცია; 
  • ხელის კანის და ბარაყის გადაჭიმვა; 
  • დამწვრობის შემგომი ნაწიბურები; 
  • კანის სტრიები; 
  • კანის ლიფტინგი; 
  • ცელულიტის მოცილება; 
  • ოპერაციის შემდგომი ნაწიბურები. 

 

 

დარტყმითი-ტალღური თერაპიის ერთი პროცედურის ღირებულება შეადგენს - 

55 ლარს. საპენსიო ასაკის და სოციალურად დაუცველ პაციენტებს ვემსახურებით 20%-იანი ფასდაკლებით. 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით: 

მობ: +995 597 00 44 22 

ტელ: (032) 2 20 65 65 

ჩვენი მისამართია: ქ. თბილისი, გლდანი, აკაკი ვასაძის 2ა (ახმეტელის მეტროსთან)