სახის ქიმიური პილინგი

სახის კანის ქიმიური პილინგი (წმენდა)

   პილინგი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კოსმეტოლოგიური პროცედურაა. ეს ”დაბერებული” კანის არაოპერაციული მეთოდით “გაახალგაზრდავების” მეთოდია.
  პილინგის მეშვეობითვე ვებრძვით კანის დეფექტებს – ზედაპირულ ნაოჭებს, პიგმენტურ ლაქებს, ზედაპირულ ნაწიბურებს,  კანის ზედაპირიდან მკვდარი უჯრედების,  გარქოვანებული, კოსმეტიკური ნარჩენების, ჭარბი ცხიმის, კამედონების (თეთრი და შავი), ცხიმოვანი საცობების, გამონაყრის, მიკრობების, ტოქსინების და შლაკების მოშორებას, რის შედეგადაც უმჯობესდება  კანის რეგენერაციის, სისხლის მიმოქცევის და ნივთიერებათა ცვლის გააქტიურებას.

   სახის ქიმიური წმენდა გულისხმობს ქიმიური პილინგების (სპეციალური ქიმიური ნაერთები) დახმარებით კანის ზედა ფენის მოცილებას როგორც უკვე ავღნიშნეთ  და კოლაგენის და ელასტინის გამომუშავების სტიმულაციას.

 

   ზოგადად, სახის კანის  წმენდა მიზანშეწონილია  ყველა ტიპის კანისთვის 15 წლის ასაკიდან, განსაკუთრებით  მიზანშეწონილი და რეკომენებულია შემდეგი ტიპის კანის წმენდა:

  1.   მშრალი; 
  2. ფოროვანი; 
  3. ცხიმიანი;
  4. კამედონებიანი; 
  5. გამონაყარიანი (აკნე); 
  6. პოსტაკნეს მდგომარეობა;
  7. ცხიმის საცობების არსებობა.

  აღსანიშნავია,  რომ არსებობს შემთხვევები, როდესაც კანის წმენდა დაუშვებელია, მათ შორის ყველაზე ხშირად გვხვდება:

  •  ჰერპესის და ეგზემის გამწვავება;
  • ჰიპერტონული კრიზი;
  • მენსტრუალური ციკლი;
  • კანის მთლიანობის დარღვევა გასაწმენდ არეში; 
  • ცხელებით მიმდინარე დაავადებები.    

სახის ზედაპირული პილინგი - 80 ლარი

სახის ღრმა  პილინგი -  120 ლარი

 

ჩასაწერად დაგვიკავშირდით: 

მობ: +995 597 00 44 22 

ტელ: (032) 2 20 65 65 

მისამართი: ქ. თბილისი., გლდანი, აკაკი ვასაზის 2ა (მეტრო ახლეტელთან)