რადიოლოგია

რადიოლოგია ,როგორც მედიცინის დარგი აერთიანებს სხივურ და ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მეთოდებს და სწავლობს მის შესაძლებლობებს ნორმისა და სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების გამოვლენაში,მათი ჩამოყალიბების სხვადასხვა სტადიებზე. მისი მიზანია ორგანოებისა და სისტემების გამოკვლევის მეთოდიკა,მათი შესაძლებლობანი და გამოყენების თანმიმდევრობა,გამოკვლევის შედეგების ინტერპრეტაცის და კლინიკური შეფასება.                                                                                                                                                                                                             ექიმ-რადიოლოგს შეუძლია კვლევების შედეგების შეფასება,ინტერპრეტაცია,სათანადო დასკვნების გაკეთება,მკურნალობის ან შემდგომი კვლევის სწორი ტაქტიკის განსაზღვრა.                                                ექიმ-რადიოლოგს შეუძლია გულ-მკერდის, ძვალ-სახსართა სისტემის,კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, მუცლის ღრუს,შარდსასქესო სისტემის,მამოგრაფიის,სალპინოგრაფიის,ფისტულოგრაფიის, მუცლის ღრუს ორგანოების დაავადებათა ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის ჩატარება და სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მანიპულაციების ჩატარება ულტრაბგერითი და რეტგენოლოგიური კვლევის კონტროლით.                                                                                                                                           სამედიცინო ცენტრი  beauty medi გთავაზობთ ექოსკოპიურ კვლევებს ულტრათანამედროვე mindray ს ტიპის აპარატით,                                                                                                                                                                         ულტრასონოგრაფიის საფუძველზე თქვენ შეძლებთ მცირე მენჯის ორგანოების(გინეკოლოგიური),შარდის ბუშტის,წინამდებარე ჯირკვლის,საშვილოსნოს,საკვერცხეების ულტრაბგერითი კვლევის ჩატარებას,მაგისტრალური და პერიფერიული სისხლძარღვების დუპლექსსკანირების ჩატარებას,ნეიროსონოსკოპიის ჩატარებას,პრაქტიკულად ყველა ორგანოსა და რბილი ქსოვილის სრულფასოვან გამოკვლევას-სარძევე ჯირკვლის ,ფარისებრი ჯირკვლის,პლევრის ღრუ,                                                        ულტრაბგერითი კვლევა ერთ-ერთი არაინვაზიური მეთოდია,რომელიც თანამედროვე მედიცინაში შუცვლელი სწრაფი და საიმედო სადიაგნოსტიკო საშუალებაა.