გინეკოლოგია - მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის ქალის  ორგანიზმის ანატომიურ-ფიზიოლოგიურ,  ფიზიკურ და ფსიქიკურ თავისებურებებს, მათ დარღვევებს. ვიწრო გაგებით გინეკოლოგია არის მეცნიერება, რომელიც შეისწავლის ქალის სასქესო  ორგანოების ფიზიოლოგიასა და პათოლოგიას, გინეკოლოგიურ დაავადებათა  პროფილაქტიკასა და მკურნალობას.  კლინიკა „ჯანმრთელი ცხოვრება“  გთავაზობთ  გინეკოლოგიურ  სერვისებს:

  • გინეკოლოგის კონსულტაცია;
  • ქალის სასქესო ორგანოების ანთებითი და არაანთებითი დაავადებების დიაგნოსტიკა, ამბულატორიული მკურნალობა;
  • საშვილოსნოსშიდა სპირალის ჩადგმა/ამოღება;
  • კოლპოსკოპია;
  • PAP ტესტი;
  • საშოს ნაცხის ბაქტერიოსკოპიული,  ბაქტერიოლოგიური  გამოკვლევა;
  • გინეკოლოგიური ულტრასონოგრაფიული კვლევა.