ლაზერო თერაპია ფიზიოთერაპიულ პროცესებში ყველაზე პოპულარობით სარგებლობს რაც განპირობებულია მისი კომფორტულობით,გვერდითი მოვლენების არარსებობით და ასაკის შეუზღუდაობით. ლაზერის სხივი ღრმად აღწევს ქსოვილში და ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას დაზიანებულ უბანზე,შედეგად დაზიანებული უჯრედი ლაზერულ სხივს თვითაღდგენისია და განახლებისთვის იყენებს,ადგილი აქვს მთლიანი ორგანიზმის საერთო სტიმულაციას.                                                                                                                                                                                                      თერაპიის შედეგად ფართოვდება კაპილარები,უმჯობესდება სისხლის მიკროცირკულაცია, ქსოვილების კვება და ყველაფერ ამას მივყევართ დაზიანებულ ადგილებში შეორცებითი პროცესების დაჩქარებისკენ. დადებითად მოქმედებს იმუნიტეტზე,აქვეითებს სისხლის სიმკვრივეს,აძლიერებს ლიმფის დინებას, აქვეითებს ქოლესტერინს და აქვს ანტიბაქტერიული,ანტივირუსული,ანტიოქსიდანტური მოქმედება.                                                                                            დამტკიცებულია ,რომ ლაზერული თერაპია დადებითად მოქმედებსგულის იშემიური დაავადებების,მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს.                                                                                               პროცედურა არ ტარდება ისეთი გართულებების დროს როგორიცაა ტუბერკულიოზი,ონკოლოგიური დაავადებები,ღვიძლის და თირკმელის უკმარისობა,სისხლდენისადმი მიდრეკილება,ორსულობა.                                                                                                                სამკურნალო კურსი შეადგენს საშუალოდ 7-10 პროცედურას,ზოგიერთ შემთხვევაში,ეფექტის გასამყარებლად პროცედურა მეორდება ნახევარ წელიწადში.
> დადებითი ეფექტები:

  1.  ანთების საწინააღმდეგო მოქმედება;
  2.  მკვეთრად გამოხატული ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი;
  3.  მიკროცირკულაციის გაუმჯობესება;
  4.  ანტიბაქტერიული, ანტივირუსული, ანტიოქსიდანტური მოქმედება;