სახის  კანის აპარატურული წმენდა

 

 

ეს გახლავთ იგივე მექანიკური წმენდა, პროცედურა ტარდება სხვადასხვა სიჩქარით მბრუნავი ჯაგრისებისა და ღრუბლების გამოყენებით, ასევე ხდება  სპეციალური სითხეების და მალამოების გამოყენება.

აპარატურული წმენდის დროს ხდება კანის ზედაპირიდან მკვდარი, გარქოვანებული უჯრედების მოცილება, რის შედეგადაც  აქტიურდება სისხლის მიმოქცევა და უმჯობესდება  კანის სტრუქტურა. კანს უბრუნდება ბუნებრივი, ჯანსაღი იერსახე და ფერი.

მექანიკური წმენდა მიზანშეწონილია კანზე შემდეგი სახის პრობლემების მოსაგვარებლად:

  1. ცხიმიანი;
  2. მშრალი; 
  3. დაბინძურებული; 
  4. ფოროვანი; 
  5. აღინიშნება ცხიმის საცობები; 
  6. რელიეფური; 
  7. საშვალო ზომის ნაოჭებიანი კანის; 
  8. ნაწიბურების; 
  9. კამედონების; 
  10. ლაქების; 
  11. ჰიპერკერატიზაციის არსებობისას. 

 

პროცედურის მაქსიმალური ხანგრძლივობაა  20-30 წუთი.

იგი უმტკივნეულოა და არ საჭიროებს აღდგენით პერიოდს,  ცხოვრების წესის შეცვლას და წინასწარ მომზადებას, პროცედურის შემდგომ პაციენტი ჩევულ რეჟიმში უბრუნდება ცხოვრების რიტმს. 

საყურადღებოა რომ, პროცედურის ჩატარება არაა მიზანშეწონილი  ღრმა ნაოჭების და ძალიან მოშვებული კანის მკურნალობის შემთხვევაში.

სახის ზედაპირული წმენდა - 35 ლარი

სახის ღრმა წმენდა - 50 ლარი 

T-ზონა - 26 ლარი

 

 

ჩასაწერად დაგვიკავშირდით:

მობ: +995 597 00 44 22  

ტელ: (032) 2 20 65 65 

მისამართი: ქ. თბილისი., გლდანი, აკაკი ვასაძის 2ა (მეტრო ახმეტელთან)