სამედიცინო  ცენტრი  „HEALTHY LIFE“-  ჯანმრთელი  ცხოვრება,  ეს არის სრულიად ახალი, ევროპულ  სტანდარტებს  მორგებული,  უახლესი ტექნოლოგიებით  აღჭურვილი  კლინიკა,  რომელიც  გთავაზობთ  უმაღლესი დონის  სამედიცინო  სერვისებს  ერთ  სივრცეში:  ამბულატორია  (დიაგნოსტიკა,  მკურნალობა),  რეაბილიტაცია  (აღდგენითი  თერაპია,  ფიზიოთერაპია),  ესთეტიური  მედიცინა.

კლინიკა  აღჭურვილია მსოფლიოს  წამყვანი  მწარმოებლების მიერ  მოწოდებული  ბოლო თაობის  აპარატურით  და  დაკომპლექტებულია  უმაღლესი  კომპეტენციის   ექიმთა  გუნდით, რომლებიც  დღენიადაგ  ზრუნავენ პაციენტის  ჯანმრთელობის მდგომარეობის  გაუმჯობესებაზე.

ჩვენი  ამოცანაა თოთოეული  პაციენტი  უზრუნველვყოთ  მათ  ინდივიდუალურ  საჭიროებებზე  მორგებული  საუკეთესო  სამედიცინო  მომსახურებით,  რათა  გაიუმჯობესონ  ჯანმრთელობის  ხარისხი  და  დაუბრუნდნენ  აქტიურ  ცხოვრებას.  პაციენტი   სისტემის  ცენტრალური  რგოლია  და  მისი  უსაფრთხოება  ჩვენი  პრიორიტეტია.  შესაბამისად,  კლინიკა  სრულად  ორიენტირებულია  მასზე  და აქ  მიღებული  მომსახურება  არ  არის  მხოლოდ  სტანდარტული  სამედიცინო  პროცედურების  ერთიანობა,  არამედ  ეს  არის  განსაკუთრებული  მიდგომა  ჯანმრთელი  ცხოვრების  უზრუნველსაყოფად.

ჩვენი  მიზანია  ხელი შეუწყოთ საქართველოში   მაღალი  კლასის  სამედიცინო  მომსახურების  დამკვიდრებას,  ამიტომ  მუდმივად  ვზრუნავთ  სამედიცინო  პერსონალის კვალიფიკაციის  და პროფესიონალიზმის  ამაღლებაზე.  შესაბამისად,  მომსახურებები   რომლებსაც  სამედიცინო  ცენტრი  გთავაზობთ,  ეფუძნება ფაქტებზე  დამყარებულ  მედიცინის  პრინციპებს.

ეს  არის  ხარისხზე  ორიენტირებული  კლინიკა,  ეწვიეთ  მას!

თქვენ  აღმოჩნდებით  სასიამოვნო,  კომფორტულ  გარემოში,  ყურადღებიანი  და  თავაზიანი  პერსონალის  გარემოცვაში,  სადაც  იგრძნობთ  რომ  განსაკუთრებულად  ზრუნავენ  თქვენზე!

ექიმები

გაიცანით ჩვენი ექიმები

რომან მაგასი
მანუალური თერაპია

...

ქეთი მიქელაძე
კოსმეტოლოგია

...

ფიქრია გარსიაშვილი
თერაპევტი

...