ბიორევიტალიზაცია

ბიორევიტალიზაციის დროს ხდება კანის შრეებში ბუნებრივი ჰიალურონის მჟავის შეყვანა მიკრო ნემსებით, რაც ახდენს კოლაგენისა და ელასტინის სინთეზის სტიმულირებას, რითაც მიიღწევა გაახალგაზრდავების ეფექტი. ამდენად ბიორევიტალიზაცია მოქმედებს არა როგორც "ჩამნაცვლებელი'' მექანიზმი, არამედ როგორც "მასტიმულირებელი''.

პროცედურა ტარდება შემდეგ ზონებზე: სახე, ყელი, დეკოლტესა და ხელის მტევნებზე.

პროცედურა ეფექტურია:

  • გამომშრალი და უსიცოცხლო კანისთვის, რომელიც მიდრეკილია აქერცვლისკენ
  • კანის არაჯანსაღი ფერი
  • პიგმენტური ლაქები
  • ზედმეტად ცხიმიანი კანი და გახსნილი ფორები
  • წვრილი მრავლობითი ნაოჭები
  • პოსტაკნე

პროცედურის შედეგად მიიღწევა: 
✅ ღრმა დატენიანება 
✅ კანის ელასტიურობის აღდგენა 
✅ ლიფტინგი 
✅ ნაოჭების სიღრმის შემცირება 
✅ კანის სტრუქტურის განახლება

პროცედურის რაოდენობას საზღვრავს დერმატოლოგი ინდივიდუალური პრობლემიდან გამომდინარე.

ბიორევიტალიზაცია არის საუკეთესო გამაახალგაზრდავებელი თერაპიული მეთოდი. შედეგად ვიღებთ ჯანსაღ ერთგვაროვანი რელიეფის კანს ჩამუქებული უბნების გარეშე.